22 წლის ფეხმძიმე ქალს მეუღლემ სამზარეულოს დანით ხუთი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა 22 დეკემბერს, ვარკეთილის დასახლებაში მოხდა. დღეს, დილით გარდაცვლილი ქეთა კეპულაძის ცხედარი წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში გადაასვენეს. ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ოჯახის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ წამლებს სვამდა და ასევე აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. მათი თქმით, 23 წლის მამაკაცი მეუღლეს ხშირად ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაცვლილი ნათესავის ოჯახში იმყოფებოდა, რადგან მეუღლესთან ნაკამათები იყო, თუმცა შემდეგ ცოლ-ქმარი შერიგდნენ და ქეთა კეპულაძე მეუღლესთან დარუნდა. მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარი ეკონომიკურად მძიმე პირობებში ცხოვრობდა. გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.