,,შენს კარადში კარადაში სუსია”,

,,რუსეთი მტერია”, ,,ბიკენტიამ ქაბაბი გააძვირა”, ,,პრასიც აღარ გვაქვს”- ამ ლოზუნგებით მოძრაობა ,,სირცხვილიას” წევრები ქუთაისის მერიასთან აქციას მართავენ. მათ ხელში პლაკატები უჭირავთ, რომლებზეც აღნიშნული წარწერებია დატანილი და მერიის წინ, ზებრა გადასასვლელებზე მოძრაობენ.

მათ ასევე, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში დადგეს დაფა წარწერით: ,,რა გაწუხებთ?”, რომლის შევსებაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, რომლებიც ,,სირცხვილიას’’ წევრებს გადასასვლელზე მოძრაობის და აქციის გამართვის საშუალებას არ აძლევენ. ამის გამო მოძრაობის წევრები ლოკაციას იცვლიან და სხვადასხვა გადასასვლელზე მოძრაობენ.

“ვაპროტესტებთ ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებს, გვსურს სამართლიანი არჩევნები, რუსეთი ოკპუპანტია”- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი მიშო მუმლაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *