ბაღდათში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავა.
ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის კონსტრუქციის “აკს-47”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ამოიღეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.