ცნობილ დიპლომატს, პუბლიცისტს, მწერალსა და პედაგოგს, გელა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ.
გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან, 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. მისი ხუთი სერიისგან შემდგარი დოკუმენტური ფილმი, „ქართველები კრემლში” 2004 წლის სექტემბერ/ოქტომბერში რუსთავი 2-ის ეთერით აჩვენეს.
1984 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ასევე, ჩარკვიანი 1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. ჩარკვიანი ამერიკელ მთხრობელსა და მეზღაპრე ლორელი კულის, მისი თბილისში, 1989 წლის ნოემბერში ვიზიტისას ქართული ზღაპრების შეგროვებაში დაეხმარა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართველ მსახიობთა ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ატლანტაში, სადაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისთვის მოეწყო ტრადიციული, ქართული ღონისძიება – თბილისობა
1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო.
ჩარკვიანი 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.