ქალთა კლუბმა 2021-2022 წლები ნატოსა და ევროკავშირის წლად გამოაცხადა და თავმჯდომარედ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის კოორდინატორი, მარიკა ვაჭარაძე აირჩია.

პირველი ღონისძიებაზე, რომელიც 29 ოტომბერს გაიმართა, 7 პედაგოგს მადლობის წერილები და მცირედი საჩუქრები გადაეცათ. მათ შორის 5 პედაგოგი – თამილა ღვინიანიძე, მანანა ზივზივაძე, მალვინა შანიძე, ელენე გამყრელიძე და ლალი ზივზივაძე ქალთა კლუბის წევრია.

,,ტრადიციულად, ქალთა კლუბის პირველი ღონისძიება იწყება მადლობის გადახდით და ვის უნდა გადავუხადოთ მადლობა თუ არა პედაგოგებს. გამომდინარე იქედან, რომ ოქტომბერში მასწავლებლის დღე აღინიშნება, შევარჩიეთ 7 პედაგოგი, რომლებსაც მადლობის წერილები და საჩუქრები გადავეცით. ქალთა კლუბმა კარგად ითანამშრომლა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან და ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმთან. გამომდინარე იქედან, რომ 2021-2022 წლები ნატოსა და ევროკავშირის წლად არის გამოცხადებული, უმრავლესი ღონისძიებები ამ მიმართულებით გაიმართება, ასევე გაიმართება ტრადიციული ღონისძიებები სოციალური და კულტურული მიმართულებით,’’-ამბობს კლუბის თავმჯდომარე, მარიკა ვაჭარაძე.

გარდა ქუთაისისა, ქალთა კლუბი ფუნქციონირებს ბათუმსა და ზუგდიდში. 2022 წლისთვის იგეგმება ორგანიზაციის ოფისის გახსნა თბილისშიც. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *