ქუთაისში, გამარჯვების ქუჩაზე მანქანას მინები ჩაუმსხვრიეს.
ავტომანქანის მფლობელი ირაკლი მაღლაფერიძე მედიასთან ამბობს, რომ მანქანის გაძარცვის ფაქტი გამარჯვების ქუჩაზე, ბოლო პერიოდში პირველად არ ხდება.
ის ვარაუდობს, რომ მძარცველები ავტომობილში თანხას ეძებდნენ.
მაღლაფერიძის თქმით, პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან გამოძიების იმედი არ აქვს.
“ამ ქუჩაზე კრიმინალი მომატებულია, რამდენიმე კვირის წინ სხვასაც იგივე პრობლემა ჰქონდა, დღეს , ალბათ, ჩემი რიგი იყო”, – ირაკლი მაღლაფერიძე.