“მნიშვნელოვანი აღიარებები გვესმის ხელისუფლების, რაც ცალსახად პროტესტის მიღწევა არის”,  – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

“ნამახვანჰესის” ხელშეკრულების შესახებ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებზე, მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა  “ძველი ქალაქის” ეთერში ისაუბრა.

“თქვენ იცით, რომ დასაწყის ეტაპზე  პრემიერი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ჩვენ ვიყავით მართული, ინსპირირებული ძალა და ამაში ძირითადად გულისხმობენ ხოლმე ჩვენს ოკუპანტ მეზობელს. ასეთი მკაცრი განცხადებებით შემოიფარგლებოდა – რომ უნდა დასრულდეს ქვეყანაში ასეთი ინსპირირებული პროცესები გარე ძალებისგან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და წინსვლას უშლის ხელს, დღეს ვისმენთ, რომ თურმე ეს ხელშეკრულება ნამდვილად შეუსაბამო დეტალებისგან შედგება ქვეყნის ინტერესებისთვის, რაც ცალსახად პროტესტის მიღწევაა. 

ჩვენ, მთელი ამ 335 დღიანი პროტესტით მივიყვანეთ ისინი ამ პოზიციამდე, რომ აღარ დარჩათ გზა, გარდა ამ აღიარებებისა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და სწორედ ამ ნაწილში, მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ ასეთ ბრძოლებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა და შესაბამისი შედეგიც, რა ტიპის ბრძოლასაც ჩვენ ვაწარმოებთ მთელი ამ ხნის განმავლობაში – გრძელვადიანი, არგუმენტირებული. რაც შეეხება ენკას გასვლას,  ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი ასე წავა და რაღაც სხვა კონფიგურაციას არ მივიღებთ. 

პროტესტი გრძელდება. ჩვეულებრივ გუმათში ვართ, ისევ კარვებში. მიმდინარე ერთი თვის განმავლობაში საბოლოოდ უნდა გაირკვეს ენკას ბედი”, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

ფოტო: პუბლიკა

მასალა: განახლებადი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *