ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

 

ადგილობრივების თქმით, 30 წლამდე მამაკაცს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუსხნეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი კორპუსში შევიდა და დახმარება ადგილობრივებს სთხოვა.  ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

,,საშინელი ხმა გავიგეთ, გვეგონა ბომბი აფეთქდა. ბიჭი დაჭრილი მდიოდა, პირველადი დახმარება ჩვენ აღმოვუჩინეთ, სასწრაფო გამოვიძახეთ. კოჭში აქვს ღია ჭრილობა, არ ვიცი ფეხი შეუნარჩუნდება თუ არა,’’-ამბობენ ადგილობრივები.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *