დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დღეს ქუთაისში მდებარე კლინიკებს მოინახულებს და შეხვდება სამედიცინო პერსონალს. ასევე, შეხვედრები ჩანიშნულია იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან.
გამყრელიძე მოინახულებს ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრს, ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრსა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრს.
შეხვედრა გაიმართება არასამთავრობო სექტორთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში.
დღის ბოლოს მედიისათვის პრესკონფერენცია ჩატარდება.