Დაძაბული ვითარებაა რიონის
ხეობაში. Სოფელ გუმათში აქციის მონაწილეები ბარიკადებს მიღმა გადასვლასა და ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ. Აქციის მონაწილეები ჯებირებზე მუშტებს ურტყამენ, ისმის შეძახილები.
“Ეს მცდელობები გაგრძელდება მანამ, სანამ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების საშუალება არ მოგვეცემა,”-ამბობს ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი.
Აქტივისტებმა ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება უკვე რამდენჯერმე სცადეს. Ერთ-ერთ მცდელობას 8 ადამიანის დაკავება მოჰყვა.
200-ზე მეტი დღეა ხეობაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. Აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, შეწყდეს გიგანტური ჰესის მშენებლობა.