Რიონის ხეობის “მცველებმა” რკინის
ბარიკადებს მიღმა გადასვლა დღესაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. Აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებზე აბრახუნებდნენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდნენ.
Აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ის რაც დღეს რიონის ხეობაში ხდება, მხოლოდ რიონის ხეობის პრობლემა არ არის.
Აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ გადაადგილება ნამოხვანის მიმართულებით მშვიდობიანად სურთ.
“Ჩააყენეს რობოკოპები და საკუთარ მიწაზე გადაადგილების საშუალება არ მოგვეცა,”-ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
200-ზე მეტი დღეა რიონის ხეობის “მცველები” უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ. Მათ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება მეორედ სცადეს. Წინა ჯერზე მცდელობას 8 ადამიანის დაკავება მოჰყვა.