Ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
ფრენები ეტაპობრივად ახლდება. Ივნისიდან რეგულარული ავიამიმოსვლა კიდევ რამდენიმე მიმართულებით დაიწყება. Აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრენები აღდგება ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით. Მიმოსვლას ავიაკომპანია “ვიზეარი”განახორციელებს.
19 ივნისიდან მიმოსვლა დაიწყება ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ხოლო 26 ივნისიდან ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავი ასევე კვირაში ორი სიხშირით. 29 ივნისიდან Კი ვენა-ქუთაისი-ვენა მიმართულებით კვირაში ასევე ორი სიხშირით განახლდება მიმოსვლა.
Მიმოსვლის სიხშირე სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ კოვიდრეგულაციებზე იქნება დამოკიდებული.
Აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ფრენები რეგულაციების დაცვით შესრულდება.