შსს-მ წუხელ რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში
განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
“შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,”-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რიონის ხეობაში პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადაკეტილია ხეობის შესასვლელები. “მცველები” კომპანია “ენკას” ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ტერიტორიაზე გავლა მხოლოდ ადგილობრივებისათვის არის ნებადართული.