საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის
508 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 35 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეხუთე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 536 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 173 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 17 პირი. თვითიზოლაციაშია 1 728 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 481 პირი. გარდაიცვალა 17 პაციენტი.
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 340 838-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 323 409-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 699 პირი ემსხვერპლა.