ქუთაისში ტაქსი “მაქსიმის” მძღოლებმა
მუშაობა შეაჩერეს. მძღოლები ამბობენ, რომ გაძვირებული ფასის გამო საწვავს ვეღარ ასხამენ და იძულებულები არიან მუშაობაზე უარი თქვან. მძღოლები აცხადებენ, რომ გაძვირებული ბენზინის ფასის ფონზე კომპანიამ სამგზავრო ტარიფები არ შეცვალა. მათი თქმით, ოჯახების შენახვა და საბანკო დავალიანების გადახდა უკვე შეუძლებელია.
“დღევანდელი დღიდან გამომდინარე, რომ საწვავი 3 ლარზე ავიდა, ვეღარ ვასხამთ და იძულების წესით გავჩერდით. კომპანიას ქუთაისში ოფისი არ აქვს, ვერ ვუკავშირდებით მაგ ხალხს. ჩვენი ერთი შეკვეთა ერთი ლიტრი საწვავის ფასიც არ არის. გამოიჩინონ ყურადღება, ჩვენ მუშაობაზე უარს არ ვამბობთ,”-ამბობენ მძღოლები.
მძღოლები კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.