კოვიდ რეგულაციების გამო ქუთაისში 26 მაისს მასობრივი

ღონისძიებების გარეშე აღნიშნავენ. ქუთაისის მერიაში გვითხრეს, რომ წელს, გასული წლის მსგავსად, საბრძოლო ტექნიკის გამოფენა არ მოეწყობა. ჩატარდება მხოლოდ ორი ღონისძიება, გაიხსნება მერაბ კოსტავას სკვერი და მოეწყობა გამოფენა.

მაია ბატკუაშვილის პერსონალური გამოფენა 26 მაისს, 14: 00 საათზე გაიმართება. დამთვალიერებლებს მისვლა დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში შეეძლებათ. 

კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, ღონისძიებები შეზღუდული იყო გასულ წელსაც. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაზე საქართველოს დროშის ინსტალაცია მოეწყო. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა კი საქართველოს ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულა.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 

ფოტო: “ძველი ქალაქის” არქივი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *