რიონის ხეობის “მცველებმა” რესპუბლიკის მოედანზე
კიდევ ერთი ღამე გაათიეს. დღეს კი ისინი 16:00 საათზე მსვლელობას კვლავ რესპუბლიკის მოედნიდან გეგმავენ. აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებენ.
რიონის ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ აქციაზე სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანები მოდიან, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან. გოლეთიანი მათ მოუწოდებს თავი შეიკავონ აქტივობებისაგან.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ყველა ხელშეკრულება, გადადგეს და პასუხისმგებლობაში მიეცეს ნათია თურნავა, დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, გამოცხადდეს მორატორიუმი.