203-ე ღამე რიონის ხეობის “მცველებმა” კვლავ კარვებში
multicat=36 გაათიეს. ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მათი პროტესტი გრძელდება. აქტივისტები თბილისში დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან, რომელიც 23 მაისს ჩატარდება.
რიონი ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ შეიქმნა ჯგუფი “თბილისი არის თანადგომა”, რომლის წევრებიც აქციაზე ჩასვლის მსურველებს ტრანსპორტირებისა და დედაქალაქში დარჩენის საკითხების მოგვარებაში დახმარებას გაუწევენ.
ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციას თბილისში მხოლოდ ერთჯერადი სახე არ ექნება და ის რამდენიმე ხნით გაგრძელდება.
“ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ბევრი ვიქნებით და რამდენად დიდ ძალას დავანახებთ ხელისუფლებას, რომელსაც ვეღარ დაძლევს,”-ამბობს გოლეთიანი.
რიონის ხეობის მცველებმა საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გამართეს.
აქტივისტები ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ნაგებობა მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე