გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში ავტოსამრეცხაოს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ბლოკის დამამზადებელი საამქროს და ქალაქ ქუთაისში ქვის სახერხი საამქროს მიერ გამოვლენილია მტკნარი წყლის უკანონოდ მოპოვების ფაქტები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არტეზიული ჭა და წყლის ტუმბოები დალუქეს და სამართალდამრღვევების მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინეს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.