დღეიდან ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის

გრაფიკი იცვლება. მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის სამუშაო საათები გახანგრძლივდა და მოქალაქეებს მგზავრობა 22:30 საათამდე შეეძლებათ. მერიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კომენდანტის საათის დრო შემცირდა. 

ასევე დღეიდან მე-5 ავტობუსი თაბუკაშვილის ქუჩიდან გუმათის ტერიტორიულ ერთეულში, ბერაძის ქუჩამდე იმოძრავებს.​ მე-5 ავტობუსი გუმათის დასახლებას ჭავჭავაძის გამზირს, ასათიანის, ფალიაშვილისა და დუმბაძის ქუჩებს დააკავშირებს. 

შეგახსენებთ, 17 მაისიდან მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა. მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით, ისე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებში, ასევე ქუთაისში მდებარე “სპარისა” და “დეილის” ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *