,,ნამოხვანჰესის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით
ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების იმედი არ გვაქვს” – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა მინისტრებთან შეხვედრამდე განაცხადა. მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე უკვე გაჟღერდა, რომ მთავრობა კაშხლის მშენებლობაზე უარის თქმას არ აპირებს და შეხვედრას, ფაქტობრივად, ფორმალური ხასიათი აქვს.
,,14 მარტს ჩვენ აუცილებლად გავმართავთ აქციას, რადგან როგორც ვხედავთ, ხელისუფლება ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს, ” – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.