ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით,
იმისთვის, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი გამოირიცხოს, კომპანია კაშხლის მშენებლობას მანამ არ დაიწყებს, სანამ ჰესის უსაფრთხოების შესახებ ჩატარებული კვლევები არ გადამოწმდება. მისი თქმით, სახელმწიფომ მშენებელ კომპანია,, ენკასთან” მოლაპარაკება აწარმოა და მიაღწია შეთანხმებას, რომ მოხდეს კვლევების გადამოწმება.
,, სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც მოსახლეობის ნდობით იქნებიან აღჭურვილნი და ისინი გადაამოწმებენ, რამდენად უსაფრთხოა მშენებლობა. მანამდე კომპანია ჰესის მშენებლობას არ დაიწყებს, მაგრამ გაგრძელდება სხვა სამუშაოები, მაგალითად, გზის მშენებლობა,” _ამბობს ნათია თურნავა.
მისი თქმით, ასევე სახელმწიფომ კომპანიასთან მიაღწია შეთანხმებას, რომ კომპანიაში დაინიშნოს ქართველი დირექტორი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს გაუძღვება და ასევე მიადევნებს თვალს, რომ იქ დასაქმებული ქართველების უფლება იყოს დაცული.