რიონის ხეობაში, სოფელ მოლეკულაში
multicat=36 Მეწყერი ჩამოწვა. Ინფორმაციას მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” ავრცელებს. Მათივე ინფორმაციით, კლდოვანი მასა სამანქანო გზაზე ჩამოიშალა.
“Ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება ამ ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობა. Უბრალოდ მცირედი წვიმის შემდეგაც საშინელი შედეგები დგება. ბუნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აქ ამ ტიპის მშენებლობა არ შეიძლება. Სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეს არ ესმით,”-ამბობს მოძრაობის წევრი, ვარლამ გოლეთიანი.
სოფელ მოლეკურაში მეწყერის ჩამოწოლის ფაქტს კომოანია “ენკა” გამოეხმაურა. Კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ მომენტისთვის კონკრეტულ საპროექტო მონაკვეთში კომპანიის მიერ სამუშაოები არ ხორციელდება.
“მიმდებარე ტერიტორიაზე (ზედა ბიეფში) სამომავლოდ იგეგმება ახალი გზის მშენებლობა. მშენებლობამდე კი ჩატარდება მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს აქტიურ მოძრაობაში მყოფი ზედაპირული მეწყერის ხელოვნურად ჩამოშლას. ეს კი სამომავლოდ თავიდან აგვარიდებს მსგავს საფრთხეებს.
გამომდინარე იქიდან, რომ “ენკა”-ს დეტალურად აქვს შესწავლილი ხეობის ფონური გარემო, მიზანშეწონილად მიაჩნდა გაწმენდითი და გეგმიური პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა. ეს კომპანიამ პროექტის მოწინააღმდეგეებთანაც არაერთხელ გააჟღერა, მაგრამ სამწუხაროდ რამდენიმეთვიანმა აქტიურმა საპროტესტო აქციებმა ტექნიკის გადაადგილება შეზღუდა.
“ენკა”-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტს შესთავაზა გაწმენდით სამუშაოებში დახმარება. კომპანიას აქამდეც არაერთხელ გამოუყვია საკუთარი რესურსები მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების მიხედვით და ახლაც გვერდში უდგას ხეობას,”-აცხადებენ კომპანიაში.
Გუშინ რიონის ხეობაში მასშტაბური აქცია მოეწყო. Ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ჰესების მშენებლობა მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. Მოსახლეობის შიშებს არ იზიარებს მშენებელი კომპანია “ენკა”.