Ქუთაისში ყვავილებით მოვაჭრეებმა
Საპროტესტო აქცია გამართეს. Მოვაჭრეები ახცადებენ, რომ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური მათ ტერიტორიის დატოვებას და ყვავილების ბაზრობაზე შესვლას თხოვს. Მათივე თქმით, მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სკვერი უნდა მოეწყოს.
Მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი მცირე რაოდენობით ყვავილებს ყიდიან და ბაზრობაზე შესვლის შემთხვევაში გადასახადს ვერ გადაიხდიან.
Აქციის მონაწილეების თქმით, თუ მერია მათ ტერიტორიაზე ყოფნის საშუალებას არ მისცემს, პროტესტს კვლავ გაარძელებენ.
“Მერიაში გვეუბნებიან, რომ სკვერი უნდა გაკეთდეს, მაგრამ ჩვენც ხომ გვინდა არსებობა. Ბაზარში რომ შევიდე ორი ბუკეტით როგორ დავდგე და ჩეკი როგორ გადავიხადო. Ბანკის ფულიც მაქვს გადასახდელი და აქედან როგორ გადავიხადო,”-ამბობს გულნარა ბობოხიძე, რომელიც ყვავილებით 30 წელია ვაჭრობს.
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკა გრიგოლაშვილი ამბობს, რომ გარე ვაჭრობას სპეციალური ნებართვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი გარევაჭრობა უნებართვოდ ითვლება. აღნიშნულს საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის დადგენილება არეგულირებს. მისივე თქმით, მერია პროტესტს ვერ გაიზიარებს, რადგან ჯერ კიდევ წინა პანდემიის პერიოდში, მოვაჭრეები წერილობით რამდენჯერმე გააფრთხილეს. მისივე თქმით, მერიის ქმედებები კანონიერია.