ხონის რაიონის სოფელ კუხში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა.
შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.