,,საჭიროა თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია და მივიდეს არჩევნებზე”

– ამის შესახებ ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” იმერეთის კოორდინატორმა, ქეთევან ბერძენიშვილმა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდა ამომრჩევეან შეხვედრისას აღნიშნა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე კოორდინატორმა 2020 წელს არსებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, 31 ოქტომბერს საარჩევნო პროცესი რეგულაციების დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება, ამიტომ საზოგადოებამ არჩევნებზე მისვლისგან თავი არ უნდა შეიკავოს.

,, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების დეზინფეცირებას, ამომრჩეველი ვალდებულია ეკეთოს პირბადე, თუ არჩევნებზე კონკრეტული პირი პირბადის გარეშე მივა, ადმინისტრაცია გადასცემს. კაბინეტში ერთჯერადი კალმები იქნება, შესასვლელში განთავსებული იქნება დეზობარიერი, ამომრჩევლები გაივლიან თერმოსკრინინგს- ასე რომ, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საზოგადოება მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი’’-ამბობს ქეთევან ბერძენიშვილი.

,,დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო. წელს პირველად მივდივარ არჩევნებზე. ვგრძნობ ჩემს ვალდებულებას სახელმწიფოს მიმართ’’-ამბობს შეხვედრის მონაწილე, ლუკა მაჩიტაძე.

შეხვედრა პროექტის ,,31 ოქტომბერს შენ უნდა აირჩიო’’ ფარგლებში განხორციელდა. პროექტს ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ USAID-ის და IFES-ის მხარდაჭერით ახორცილებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *