,,შენი ხმა გადამწყვეტია’’, ,,შენს არჩევანს იცავს კანონი’’, ,,ნუ გაყიდი შენს ხმას’’-ამ შინაარსის სტიკერებით ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ იმერეთის კოორდინატორი, ქეთევან ბერძენიშვილი ამბობს, საზოგადოების ნაწილი არჩევნებისადმი ნიჰილისტურადაა განწყობილი და თვლიან, რომ ერთი ხმა ვერაფერს ცვლის, რაც დიდ ბრობლემას წარმოადგენს.
,,ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ ერთ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს, მას შეუძლია არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დავაკარით სტიკერები და საზოგადოებას მოვუწოდებთ 31 ოქტომბერს გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი”,-აღნიშნა ქეთევან ბერძენიშვილმა.
ის ამბობს, რომ საზოგადოება არჩევნებზე მისვლისგან ხშირად თავს შიშის გამო იკავებს.
,,ხალხი ფიქრობს, რომ თუ ხმას ვიღაცის დავალებით არ მისცემენ, სამსახურს დაკარგავენ, მათ ახლობლებს დაემუქრებიან და ა.შ. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა’’-ამბობს ქეთევან ბერძენიშვილი.
აქცია პროექტის ,,31 ოქტომბერს შენ უნდა აირჩიო’’ ფარგლებში განხორციელდა. პროექტს ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ USAID-ის და IFES-ის მხარდაჭერით ახორცილებს.