ქუთაისში დევნილები დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან
შეიკრიბნენ და იმ კომისიის წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს, რომლებიც ბინების გადაცემის საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობდნენ.
აქციის მონაწილეებმა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები კორუფციაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, მათი საცხოვრებელი პირობები არის რეალურად უკიდურესად მძიმე, თუმცა, ბინას ის ადამიანები იღებენ, ვინც სამინისტროს წარმომადგენლებს ქრთამს უხდის.
“საერთოდ უნდა დაიშალოს დევნილთა სამინისტრო. ეს არის კორუფციის ბუდე. 27 წელია ბინას ველოდები. ყურადღებას არ გვაქცევს არავინ. გაგვცენ პასუხი ხალხს, რატომ ვართ ქუჩაში. კომისიის წევრებს არ შეუძლიათ პასუხის გაცემა, რადგან არიან მექრთამეები. ბინას აძლევენ იმას, ვინც იხდის ქრთამს. სურთ ჩვენი ფიზიკური განადგურება,”-ამბობს აქციის მონაწილე, დავით ბენიძე.