სპეციალურ რეისს ავიაკომპანია “ვიზეარი” ქუთაისის
ნაცვლად თბილისიდან შეასრულებს.
“სპეციალურ რეისს, პარიზი-თბილისის მიმართულებით, 22 ივლისს, 21 საათსა და 20 წუთზე, ავიაკომპანია “ვიზეარი” შეასრულებს. გაფრენა, თბილისიდან პარიზის მიმართულებით, 23 ივლისს, 09:00 საათზე,”-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი.