საქართველოს ცა საერთაშორისო რეგულარული
ფრენებისთვის 1-ელ სექტემბრამდე დაიხურა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 31 აგვისტოს ჩათვლით.
“არსებობს გამონაკლისიც და თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაშვებულია მიუნხენიდან, პარიზიდან და რიგადან,”-ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.