ქუთაისში სავაჭრო ცენტრებთან ხალხმრავლობა დილიდან შეინიშნებოდა. დაწესებულებაში შესვლა
პირბადეებით და სავალდებულო თერმოსკრინინგის შემდეგ შეეძლოთ. რეგულაციების გათვალისწინებით მუშაობა განაახლეს იმ რესტორნებმა, რომლებაც ღია სივრცეები აქვთ. დისტანციის დაცვა აქაც სავალდებულოა.
დაწესებულებების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ნელ-ნელა იმ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას დაიწყებენ, რაც პანდემიამ შეუქმნათ. ვრცლად მოისმინეთ სიუჟეტი: