ტექნიკური სამუშაოების გამო, 3 ივნისს, ხარაგაულის
მოსახლეობას ბუნებრივი აირით მომარაგება შეუწყდება.
ხარაგაულის მერიაში აცხადებენ, რომ ძირულა-ხარაგაულის გზაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” შეასრულებს გაზის მილების მიწაში განთავსების სამუშაოებს.
ბუნებრივი აირის მიწოდება დილის 10:00 საათიდან შეწყდება და დღის ბოლომდე აღდგება.