ტყიბულში 200-მდე მეშახტე გაიფიცა. ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებულები
მინდელის სახელობის შახტში გადაყვანას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ინვესტორებს ობიექტის დახურვა აქვთ განზრახული. დასაქმებულები მძიმე სამუშაო პირობებზეც საუბრობენ და მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვენ.
“ამ შახტში მოსახლეობის 80%-ია დასაქმებული. გადავყავართ სხვა შახტში, რაზეც კატეგორიულ უარს ვაცხადებთ. ინვესტორები ისეთ მიზეზებზე გვესაუბრებიან, რომლის გამოსწორებაც აქამდე შეეძლოთ. სამუშაო ადგილზე არ არის ელმავალი, რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა გვიწევს,”-აცხადებენ მეშახტეები.