ქუთაისში სარვამარტოდ შესაბამისი სივრცის მოსაწყობად მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა შეიძინოს გულის ფორმის ჰელიუმის აირით შევსებული, წითელი 200 ცალი, 200 ცალი.შავი შოკოლადის ტრუფელი, არანაკლებ 150 გრამი, რომელიც მუყაოს ყუთის შეფუთვაშიუნდა იყოს, ,200 ცალი მინდვრის ყვავილების კონა, 200 ცალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მისალოცი ბარათი, 35 ცალი წიგნის მაღაზიის 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და ა.შ.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 ათას 100 ლარია.
სატენდერო წინადადებების მიღება 24 თებერვალს დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა ამ დრომდე არავის მიუღია.