ჭიათურაში, შუქრუთელების პროტესტს იხთვისელებიც შეუერთდნენ და მათ მაღაროების ბლოკირება
23 თებერვალს დაიწყეს. ადგილობრივები, შუქრუთელების მსგავსად, თავისი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და სასოფლო-სამეურენო მიწების დაზიანებას მაღაროს ფუნქციონირებას უკავშირებენ და “ჯორჯიან მანგანეზისგან” მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას EMC, მწვანე ალტერნატივა და საია ავრცელებენ. ორგანიზაციები ადგილზე მონიტორინგს აწარმოებენ.
შუქრუთელები ამბობენ, რომ მაღაროების მუშაობა სოფელში მცხოვრებ 280-მდე ოჯახს საფრთხეს უქმნის. მათივე თქმით, საცხოვრებელი სახლები ზიანდება და ეზოებში ნაპრალები ჩნდება. შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს “ჯორჯიან მანგანეზისგან” ზიანის კომპენსირებას.
დაბზარული სახლები და თხრილები ეზოებში-სოფელი შუქრუთი საფრთხის წინაშე
ფოტო: ინტერნეტ სივრცე