ქუთაისში, ნიკიტინის ქუჩაზე მერია სკვერს მოაწყობს. პროექტს ტენდერში გამარკვებული
კომპანია ,,რენდერ არქი” შეადგენს. სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთული ესკიზის მიხედვით, სკვერს ექნება მდინარე რიონზე სპეციალური გადასახედები, მოსასვენებელი ადგილები, საავტომობილო გზა.
ადგილი, სადაც სკვერი მოეწყობა მიმდინარეობს ახლა ასე გამოიყურება.
აქ, მდინარე რიონზე, გადასახედები უნდა გაკეთდეს.
განთავსდება ძელსკამები და მოსასვენებელი სივრცეები მოეწყობა.
საავტომობილო გზის საფარი დაგებულია.
,,რენდერ არქი” საპროექტო დოკუმენტაციას 9 ათას 700 ლარად შეადგენს, თუმცა ეს თანხა მხოლოდ ამ სკვერის პროექტის შესადგენად არ დაიხარჯება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კიდევ ორი სკვერი ვაჟა ფშაველას ქუჩა #58-თან და აღმაშენებლის გამზირის #125-ის მიმდებარედ მოეწყოს. კომპაიამ დამატებით ორი სკვერის საპროექტო დოკუმენტაციაც უნდა მომზდადდეს.