სამტრედიაში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს მისი ადვოკატი შეხვდა,
რომელსაც საქმის მასალები უკვე გადაეცა. პავლე კაკაბაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს სრულად აღიარებს და ამჟამად ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომრეობაშია. ძალიან წუხს მომხარის გამო. რა თქმა უნდა, ეს არ ამსუბუქებს მის მდგომრეობას, თუმცა, ალბათ, გარკვეულწილად გასათვალისწინებელია მართლმსაჯულებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის წინა პირობა არსებობს, ეს არანაირად არ ამართლებს მის საქციელს. ის სრულად ცნობს თავს დამნაშავედ,”-განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, პავლე კაკბაძემ.
მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილით და 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის. აღნიშნული მოიცავს დამამძიმებელ გარემოებებში ახლო ნათესავის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობასა და შემაკავებელი ორდერის პირობების შეუსრულებლობას.
სამტრედიაში ტრაგიკული შემთხვევა გუშინ მოხდა. იუსტიციის სახლში განქორწინებისათვის მისულ ცოლს ქმარმა ყელი ცივი იარაღით გამოჭრა.