ყოფილმა თანამშრომელმა ქუთაისის მერიას სასამართლო პროცესი მოუგო.საქართველოს
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიმდინარე გამოაცხადა. 2018 წელს მაია მურუსიძემ მერიას უკანონო გათავისუფლების გამო უჩივლა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ მაია მურუსიძის სამსახურიდან განთავისუფლების დროს ადგილი ჰქონდა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას.
,,პროცესი ზეპირი განხილვის გარეშე გაიმართა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეების დასწრება არ იყო აუცილებელი. ამის შესახებ გუშინ გავიგე. კმაყოფილი ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ძალაში დარჩა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება და დაევალა ქუთაისის მერიას აღმადგინოს თანამდებობაზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით. ვიყავი კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე, რადგან ეს სამსახური არ არსებობს უნდა აღმადგინონ ტოლფას თანამდებობაზე. არის განყოფილება, რომელიც არის მისი სამართალმემკვიდრე, ეს არის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება, აქ უფროსის თანამდებობა ამჟამად ვაკანტურია. კონკურსის გამოცხადება ამ თანამდებობაზე შეაჩერა სასამართლომ ჩემი პროცესის დასრულებამდე. რადგან ჩემი პროცესი დასრულდა, დიდი ალბათობაა, რომ ჩემი დანიშვნა ამ თანამდებობაზე მოხდეს.”- განაცხადა რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას მაია მურუსიძემ.
მაია მურუსიძე სამსახურიდან 2018 წლის 3 იანვარს გაათავისუფლეს. მის უფლებებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა იცავდა.