დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს დაგეგმილია 100 კმ-მდე
საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკის და მინიმუმ 10 ტურისტული კოტეჯის მოწყობა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე. დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკის მოწყობა;
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ბილიკის მოწყობა;
მარტვილის კანიონის შემოვლითი ბილიკის მოწყობა;
სათაფლიის ეკოტურისტული ბილიკის მოწყობა;
სათაფლიის მღვიმის განათების აღდგენის პროექტი და საქართველოში პირველად ტყის ნაწილის განათება;
კოლხეთის და მტირალას ეროვნულ პარკებში კოტეჯების მოწყობა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე