ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას ითხოვენ. მოქალაქე გიგა მელქაძემ

ეტიცია დაარეგისტრირა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ის ძეგლის დადგმის მოთხოვნით ქუთაისის საკრებულოს მიმართავს. 

,,საქართველომ თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი ქარტეხილი გამოიარა. მრავლად გვყავდნენ გამოჩენილი მამულიშვილები და ეროვნული გმირები , რომლებიც ქვეყნის ბედს წყვეტდნენ. თანამედროვე ქართული სახელმწიფო არსებობის  რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. მეოცე საუკუნის ბოლოს, ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა, რაშიც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდიას. მისი უდიდესი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა, დამოუკიდებლობის მოპოვება და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ის გახდა სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი. ყველა ერის ვალდებულებაა, სათანადო პატივი მიაგოს სახელმწიფოს დამფუძნებელ მოღვაწეებს. ამ თვალსაზრისით, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ერთიანი საქართველოს პირველ დედაქალაქში იდგეს ქართული სახელმწიფოს პირველ პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლი.”- წერს პეტიცის ავტორი.

მის იდეას  ჯერ 100-მდე მხარდამჭერი ჰყავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *