ქუთაისში, ყოფილი მხატვრის სახლში შესახლებულები დახმარებას
ითხოვენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკიდურეს გაჭირვებაში 8 წელია ცხოვრობენ. მათ არც სველი წერტილები აქვთ და არც წყალი. მათი თქმით, 8 წლის განმავლობაში ქუთაისის მერიის წარმომადგენლები ადგილზე არც ერთხელ არ მისულან.
“8 წელია, რაც ამ მდგომარეობაში ვართ. ერთხელ ვინმე მოსულიყო მერიიდან და ეთქვა ხომ არ არაფერი გვჭირდებოდა, არ მახსოვს. ბავშვები ასეთ პირობებში როგორ გავზარდოთ? ხალხი არ არიან? შვილები არ ჰყავთ? ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. აღარავინ ლაპარაკობს, ყველა დაიღალა. ყველა ტელევიზია იყო მოსული, მაგრამ არაფერი გვეშველა,”-ამბობს ნინო მხეცაძე.
ყოფილი მხატვრის სახლში ამ ეტაპზე 10 ოჯახი ცხოვრობს.