გიორგი კეკელიძის ინიციატივას ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი უერთდება.

მსურველებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისათვის მადლიერების წერილების დაწერა შეეძლებათ, რომლებიც საახალწლოდ გაფრინდაშვილის ოჯახს გადაეცემა. ყუთი, რომელშიც მოქალაქეებს წერილების განთავსება შეეძლებათ, ახალგაზრდული ცენტრის შენობაში 29 დეკემბერს, 17:00 საათიდან განთავსდება.

“პირადად მე უზომოდ მადლიერი ვარ ვაჟა ექიმის. ზოგჯერ გვჭირდება გამხნევება, მაგალითები იმისთვის, რომ გავცდეთ ყოველდღიურ რუტინას. ვფიქრობ, რომ ბევრია ჩემსავით მადლიერი, ამიტომ ყუთი ჩვენთან განთავსდება და შევუერთდებით გიორგი კეკელიძის ინიციატივას,”-ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ნატალი პატარიძე.

ინიციატივას უერთდება “წიგნების თაობაც”.

“29 დეკემბერს, წიგნების თაობაში დაგხვდებათ ყუთი, სადაც თქვენს მადლიერების წერილებს ჩააგდებთ კაცის მიმართ, ვინც ჩვენი ღირსება დაიცვა და საახალწლოდ ოჯახს გადავცემთ,”-ნათქვამია “წიგნების თაობის” განცხადებაში.

ხვალისთვის დაგეგმილი “თავისუფლების სიგნალის” აქცია შეიცვალა და გიორგი კეკელიძის ინიციატივით, 29 დეკემბერს, 19:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყუთი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს გაფრინდაშვილისათვის მადლიერების წერილებს ჩაგდება შეეძლებათ.

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი დღეს გაათავისუფლეს. ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 9 ნოემბერს დააკავეს, ოჯახს უკვე დაუბრუნდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *