ქუთაისის დემოკრატიული სკოლაში, რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა “ნათელი მომავალი” 9 წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. 

როგორც ანგარიშის წარდგენისას აღნიშნეს, რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითად დაფინანსების წყაროს დონორები წარმოადგენენ. ამიტომ ორგანიზაციები ძირითადად დონორთა მიმართ იჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და მათ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებს არგებენ რეგიონს. ფაქტობრივად არ ან იშვიათად ხდება მოსახლეობის საჭიროებათა კვლევა, რაც შემდგომ ეტაპზე ორგანიზაციის სამოქმედო გეგმაში აიასახება. ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციებს არ აქვთ შესაძლებლობა, ხილვადობის გაზრდის კუთხით ბეჭდური მასალები გამოიყენონ, მეტიც ვერ ახერხებენ განვლილი მუშაობის ერთიანი ანგარიშის ბეჭდვას, რაც მათ პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს რეგიონის დონეზე. საჭიროებათა კვლევის დოკუმენტი, რომელიც იმერეთის რეგიონში გამოკითხულთა საფუძველზე მომზადდა იძლევა შესაძლებლობას არასმათავრობო სექტორმა პროექტები გამოკვეთილ საჭიროებებს მოარგოს.

“მოგეხსენებათ ადგილობრივ, რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებს, არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ფართო საზოგადოებას პერიოდულად განვლილი მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინონ. თუმცა გამჭვირვალობის და ხილვადობის გაზრდას ორგანიზაციების სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. განსაკუთრებით ეს პირადი კონტაქტების საშუალებით ხდება, როცა სატელევიზიო და რადიო ეთერები კონკრეტულ პროექტებს ან ორგანიზაციებს ეთმობა. ორგანიზაციების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, მოსახლეობისთვის ძირითადად განხორციელებული პროექტების ფარგლებში ხდება. აღნიშნული პროექტი ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდას ემსახეურება, რაც პარალელურად ხელს შეუწყობს რეგიონის დონეზე ცნობადობის გაზრდასაც”. განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა და პროექტის მენეჯერმა მარიკა ვაჭარაძემ.

გამოკითხვაში 1000-მდე ადგილობრივი იყო ჩართული იმერეთის მაშტაბით, რომელმაც რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი მოიცვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *