ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საახალწლო ნობათის გადაცემა
დღეს დასრულდება. საახალწლო საჩუქრებისთვის ბიუჯეტიდან 59 993 ლარი გამოიყო. თითო საჩუქრისთვის 28 ლარი და 10 თეთრი დაიხარჯა. ნობათების გაცემა 24 დეკემბრიდან დაიწყო.
ნობათში რამდენიმე სახის პროდუქტი შედის, მათ შორისაა: ერთი ცალი გაყინული ქათამი, 2 კილოგრამი შაქარი, ერთი ცალი შედედებული რძე, ერთი ბოთლი ზეთი, ერთი კილოგრამი შოკოლადის კანფეტი, ერთი ცალი კარაქი, ერთი შეფუთვა კვერცხი, ერთი შეკვრა პურის ფქვილი.