სამტრედიის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის
ხე 25 დეკემბერს, 18:30 საათზე აინთება. ნაძვის ხე ფლეშმობის ფონზე განათდება.
“სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია გეპატიჟებათ გამსახურდიას მოედანზე, ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიაზე. ანსამბლი “ფანტაზია” გამართავს ფლეშმობს. ასევე, მოწვეული იქნებიან თოვლის ბებია და ბაბუა, ანიმაციური პერსონაჟები გასართობი პროგრამით,”-ნათქვამია მერიის განცხადებაში.