ჭიათურაში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს
აინთება. მოეწყობა თეატრალიზებული სანახაობა და ჩატარდება კონცერტი.
“25 დეკემბერს, 18:00 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის წინ მდებარე სკვერში საზეიმოდ აინთება საახალწლო ნაძვის ხე. განათდება ქალაქი, ჩატარდება კონცერტი და მოეწყობა თეატრალიზირებული სანახაობა,”-ნათქვამია მერიის განცხადებაში.