ქუთაისში მოსწავლეებს შორის ბლოგების კონკურსი
,,თავისუფალი თემა” ჩატარდა. კონკურსს ორგანიზება ქუთაისის მერიამ გაუწია.
საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა მოიკვლიეს საინტერესო ისტორიები, ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვა და ყველაფერი ეს ბლოგის სახით წარმოადგინეს. კომისიაზე ბლოგების ავტორებმა თავად გააკეთეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია.
“კონკურსის მიზანი იყო, მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, მოკვლეული, მრავალფეროვანი აქტივობებით ლიდერების აღმოჩენა და მათში ისეთი უნარების განვითარება, რაც ახალგაზრდებს შემდგომ ცხოვრებისეულ სარბიელზე წარმატების მისაღწევად გამოცდილებას შესძენს,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
დაჯილდოვდება 3 გამარჯვებული ბლოგი:
I ადგილი – N41 საჯარო სკოლა;
II ადგილი – კერძო სკოლა ,,პროგრესი”;
III ადგილი – N32 საჯარო სკოლა.