“თაობათა დიალოგი” აქცია–ღონისძიებას “ის მაინც არსებობს!”
წელს მეცხრედ ჩაატარებს. ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მარტოხელა, მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომა.
ღონისძიება წელიწადში ერთხელ ტარდება და ორგანიზაცია ყოველი წლის 31 დეკმებრის ღამის 00:00 საათიდან თოვლის ბაბუასთან ერთად წინასწარ შერჩეულ ოჯახს სტუმრებს. სასაჩუქრე ნობათში შედის: ბავშვებისთვის საჭირო ნივთები, სათამაშოები, ხორც–პროდუქტები, ბურღულეულობა და სხვა.
“სიკეთის გამოვლენის კიდევ ერთი საშუალება, რომელის განხორციელებაც თითოეულ მსურველს შეგიძლიათ, თქვენი მხრიდან არის ღონსიძიებაზე მოსვლა.
ღონისძიებაზე თქვენ მიიღებთ დაუვიწყარ განწყობას და ბევრ სიურპრიზს. ჩვენ გპირდებით, რომ სასიამოვნოდ გაატარებთ დროს, საინტერესო ადამიანების გარემოცვაში, ჩვენ კი შემოსული თანხის საშუალებით, ახალი წლის ღამით, ათეულ ბავშვთან ბედნიერებას მივიტანთ,”-ამბობენ ორგანიზაციაში.
საქველმოქმედო ღონისძიება 25 დეკემბერს, 19:00 საათზე, კომპლექსი “ბაგრატი 1003″–ის საბანკეტო დარბაზში გაიმართება.
თანხის შემოწირვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ბილეთის საფასურია 15 ლარი.
თაობათა დიალოგი” 8 წლის განმავლობაში 55–მდე ოჯახს ესტუმრა და 150–ზე მეტ ბავშვს წინასაახალწლო სურვილები აუსრულა.