ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე
საახალწლო ნობათების გაცემას 24 დეკემბრიდან დაიწყებს. ნობათების დარიგება 27 დეკემბერს დასრულდება. ჯამში ნობათს 2135 ბენეფიციარი მიიღებს.
ნობათში რამდენიმე სახის პროდუქტი შედის, მათ შორისაა: ერთი ცალი გაყინული ქათამი, 2 კილოგრამი შაქარი, ერთი ცალი შედედებული რძე, ერთი ბოთლი ზეთი, ერთი კილოგრამი შოკოლადის კანფეტი, ერთი ცალი კარაქი, ერთი შეფუთვა კვერცხი, ერთი შეკვრა პურის ფქვილი.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე