ქუთაისის სპორტის სასახლეში მსოფლიოსა
და ევროპის ორგზის ჩემპიონის, მსოფლიოს თასისა და სუპერთასის მფლობელის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, სსრკს ჩემპიონისა და მრავალგზის პრიზიორის თეიმურაზ აფხაზავას სახელობის მე–17 საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში დაიწყო.
შეჯიბრება 2002–2003 წლებში დაბადებულ მოჭიდავეთა შორის მიმდინარეობს და მასში საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გუნდებთან ერთად, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები ასპარეზობენ. ტურნირზე სულ 300–მდე მოჭიდავე გამოდის.
თეიმურაზ აფხაზავას სახელობის მე–17 საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ქუთაისის მერიის ორგანიზებით ტარდება, 16 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულები და პრიზიორები 19 წონით კატეგოარიაში გამოვლინდებიან.